Friday, June 24, 2016

დღე პირველი:
ტრენინგი -სახელწოდებით-ინტელექტის  ძირითადი კურსი "პროექტზე აფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება",რომელსაც  გვიკითხავდა ქალბატონი  ხათუნა  ძალიან  ნაყოფიერად  დაიწყო.
პირველ  დღეს  ტრენერმა აგვიხსნა ამ  ტრენინგის  მნიშვნელობა, რამდენ  საათიანია,გაგვაცნო  რა  არის  პროექტი,როგორ  უნდა  შევქმნათ რა მიზანს
 ემსახურება და  რა  შედეგზე უნა  გავიდეთ.
გავიგე რომ ჯერ უნდა  დავისახო მიზანი,მიმდინარეობა  ხდება  სწავლა-კეთებით და საბოლოოდ  უნდა გავიდეთ ე.ს.გ-ით გათვალისწინებულ  შედეგზე.
არსებობს დიდი და პატარა პროექტი;დიდი პროექტის შექმნისას სჯობს მარტო  ერთ  ინდიკატორზე არ  გავიდეთ,არამედ გავიდეთ  რამდენიმეზე  ერთად.აგრეთვე  ძალიან  მომეწონა ელექტრონული წიგნი.
გამაცნო  სხვადასხვა  მზა პროექტი,რითაც უფრო  ნათელი  წარმოდგენა  შემექმნა
პროექტის  შაბლონზე.
პირველ  დღეს ვაფასებ  დადებითად,რადგან ტრენერი საუბრობდა მეტად საინტერესოდ ,  მოახერხა ჩემი დაინტერესება ამ ტრენინგით და ამიმაღლა   მოტივაცია.

No comments:

Post a Comment