Sunday, July 10, 2016

მეცხრე დღე
გუგლის დახმარებით ავტვირთე სასწავლო პროექტის პორტფოლიო,
რომელიც გამოვაქვეყნე ბლოგზე ასევე ვისწავლე ბლოგზე გამოქვეყნებული პორტფოლიოში ცვლილებების შეტანა და ახალი დოკუმენტების დამატება.
ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო,  შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის უნარი,
 რაც დამეხმარება შემდგომ პრეზენტაციის უკეთ მომზადებაში.

Saturday, July 9, 2016

მერვე დღე
გავიმეორეთ წინა დღის მასალა. ვნახეთ ტრენერის მიერ დატოვებული კომენტარები. დავსახეთ აქტივობები, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. განვიხილეთ მოდული ექვსი. მოვიფიქრეთ დავალებები, სუსტ და ნიჭიერ მოსწავლეებზე. პროექტის გეგმა შევავსეთ ბოლომდე, შევცვალეთ ჩვენი ბლოგების დიზაინი.

Friday, July 8, 2016



მეშვიდე დღე:
დღევანდელი დღე  ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაციით დაიწყო. პირველი გამომსვლელი ვიყავი მე, ნარგიზ ვაშაყმაძე, ქართულის მასწავლებელი. ჩემი პროექტის თემა იყო "მოსწავლის  ფორმა". . პროექტის გეგმა თანმიმდევრული და სწორად მქონდა გაწერილი. ვფიქრობ, საინტერესო გამომივიდა.
     მე კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, ბევრი რამ ვისწავლე. პროექტის წერის ახალ მეთოდებს გავეცანი.ვისწავლე ახალი ფორმების, გრაფიკების გაკეთება.ვეცდები, გამოვიყენო სიახლეები.
მეექვსე დღე:
გავიხსენეთ წინა  დღის მასალა.
განვიხილეთ მულტიმედიური პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალი.
შევისწავლეთ POWERPOINTIT მუშაობა.
გავაკეთეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩვენი პროექტიდან გამომდინარე.
ასევე სლაიდების შენახვა, გაგზავნა და გაზიარება.
გავეცანით  შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზს.
გავაკეთეთ ჩვენს საქაღალდეში. შეფასების მოკლე მონახაზი.
ძალიან მომეწონა და კარგად დავიმახსოვრე სლაიდების გაკეთება და
საჭირო მასალის მოძიება.

Saturday, July 2, 2016

მეხუთე დღე:
გავაკეთეთ მიმოხილვა განვლილ მასალის შორის.
გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასებას. შეფასების სხვადასხვა მეთოდების განსაზღვრა.
განვიხილეთ ხუთი შეფასების სტრატეგია. თითოეული სტრატეგიიდან შევარჩიეთ, შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩოში.
ჩამოვაყალიბეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნები.
თანატოლთა უკუკავშირის ფორმა.რუბლიკა, ჩეკლისტი.
უკუკავშირის გაცემისა და მიღების ხერხი.
პრეზენტაციის შეფასების ფორმა.
დღეს საკმაოდ საინტერესო ტრენინგი იყო.მე ძალიან მომეწონა ინტერნეტში გამოქვეყნებული კითხვარების შექმნა,მას ხშირად გამოვიყენებ მუშაობის პროცესში, და დარწმუნებული ვარ მოსწავლეებიც ხალისით ამყვებიან.
         ვისწავლეთ პროექტის ჩეკლისტის გამოყენება,შევავსეთ და ჩავასწორეთ პროექტის გეგმა. გადავამოწმეთ ელექტრონული პორტფოლიო და ა.შ.
მეოთხე დღე.
მაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით.ბევრირამ ვისწავლე.გავეცანით  შეფასების მიზნებს. ჩემი პროექტისთვის შევარჩიე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპისთვის. შევქმენით პორტფოლიოს  პრეზენტაცია და მასში ჩავსვით შეფასების ფორმმა ობიექტის სახით. ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგზე დაკომენტარება. დღევანდელ დღეს რაც შევქმენით, გადავიტანეთ  my driv-ში

Sunday, June 26, 2016

მესამე დღე:
დღეს ჩვენ გავეცანით სასწავლო ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვას. კერძოდ გავეცანით სტანდარტებს.
გავაანალიზეთ პროექტზე დაფუძნებული და მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლება და დემონსტრირება.
შევარჩიეთ პროექტთან დაკავშირებული სტრატეგიები  და ინდიკატორები.ncp. ge გადავიტანეთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში.
გავეცანით 21-ე სააუკუნის უნარჩვევების დოკუმენტს შევარჩიეთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები რომელიც ასევე ჩავსვით გეგმაში.
ვისაუბრეთ ბუნდოვანას სპეციპიკურ მიზნებზე და გავწერეთ ჩვენი პროექტში. გამოვიყენეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომიის სიტყვები.